რუსეთის ქალაქებში ხალხს აკავებენ უკრაინაში შემოჭრის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამო, წინასწარი დაკავების იზოლატორში და კოლონიებში რჩებიან პოლიტპატიმრები. დაკავებულებს და პატიმრებს ინახავენ ცუდ პირობებში, ამიტომ მათ სჭირდებათ დახმარება «თავისუფლებიდან». ამ ინსტრუქციაში ჩვენ მოგიყვებით, როგორ სწორად შევიკრიბოდ გადაცემა სხვადასხვა დაწესებულებაში.
გლოსარიუმი
სპეციალური დაკავების მიმღები. იმყოფება შსს-ს პასუხისმგებლობაში და განკუთვნილია მათ ყოლაში, ვისაც სასამართლომ დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. სასამართლომდე დაკავებულები იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში.
დროებითი მოთავსების იზოლატორი. ასევე ეხება შსს-ს, მაგრამ განკუთვნილია, როგორც წესი, სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენის ეჭვმიტანილებისთვის, ვისაც ჯერ არ დაუწესებიათ აღკვეთის ღონისძიების ზომა. თუ კი სპეციალური დაკავების მიმღებში არ არის ადგილი, ადმინისტრატიულ დაკავებულებს შეუძლიათ განათავსონ დროებით მოთავსების იზოლატორში.
წინასწარი დაკავების იზოლატორი. აქ ათავსებენ ხალხს, ბრალდებულებს დანაშაულების ჩადენაში, დაკავების დადგენილების გამოტანის შემდეგ. წინასწარ დაკავების იზოლატორში პატიმრებს ინახავენ დახურულ საკანში. დაწესებულება მიეკუთვნება ფედერალურ პენიტენციურ სამსახურს.
საჯარიმო საკანი. ფედერალურ პენიტენციურ სამსახურის ცალკე ნაწილის დაწესებულება, სადაც საკნები მდებარეობს იმათთვის, ვინც დაარღვია შენახვის პირობები. იქ პატიმრებს უფრო მეტად ზღუდავენ უფლებებში.
საკნის ტიპის ოთახი. კოლონიის ცალკე ნაწილი უფრო მკაცრი შენახვის პირობებით ვიდრე საჯარიმო საკანში. იქ აგზავნიან ბოროტმზრახველი რეჟიმის დარღვევისთვის.
რა არის გადაცემა?
გადაცემა — ეს არის პროდუქტები და ნივთები პატიმრების გადასაცემად. ეს საჭიროა იმიტომ რომ შსს და ფედერალურ პენიტენციურ სამსახურის დაწესებულებებში ხოლმე არ იცავენ კანონით განკუთვნილ ნორმატივებს — მაგალითად, არ გასცემენ პირად ჰიგიენის ნივთებს საჭირო რაოდენობაში, არ უზრუნველყოფენ წყლით და საკმარისი რაოდენობის საჭმელი საკვებით.
გადაცემის შესრულება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს — არ აქვს მნიშვნელობა ნათესავია იგი თუ არა. ერთ ადამიანს შეუძლია მარტო ერთ პატიმარზე გადაცემის გაკეთება დღეში ერთხელ.
გადაცემების მკაცრი კოორდინაცია ესაჭიროება, რადგან თვიური წონის ლიმიტი შეზღუდულია და ზოგ კოლონიაში არის გადაცემის რაოდენობრივი შეზღუდვა. ამას აკონტროლებენ ხოლმე ახლო ნათესაბები ან პატიმრის მხარდაჭერის ჯგუფი.
თუ თქვენ არ ხართ ნათესავი — გთხოვთ, ნუ აკეთებთ გადაცემებს ახლობლების თანხმობის გარეშე, ადვოკატების ან მხარდაჭერის ჯგუფთან. თუ თქვენ რამეს გადასცემთ თანხმობის გარეშე, სხვა ადამიანისგან შეიძლება გადაცემა აღარ მიიღონ.
გადაცემის ზოგადი წესები არც ისე ყოველთვის გამოიყენება:
- აღმზრდელობითი კოლონიის პატიმრების მიმართ (ანუ კოლონია არასრულწლოვნებისთვის)
- საჯარიმო საკნის და საკნის ტიპის ოთახის პატიმრებისთვის (მათთვის არის შეზღუდვა)
- შეზღუდული შესაძლებლობების ხალხზე, ფეზმძიმე ქალებზე და ქალები ჩვილით (მათთვის არის ხელის შეწყობა)
- პატიმრებისთვის შიმშილობის შემდეგ (მათ სჭირდებათ სპეციალური კვება)
გადაცემების ბიურო
გადაცემების ბიურო — მცირე ოთახია დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება გადაცემის შესრულება. სანამ ეწვევით ჯობს შეამოწმოდ სამუშაო საათები დაწესებულების საიტზე.
თან უნდა იქონიოთ:
- პასპორტი
- კალამი
- საჭმელი და ნივთები გადასაცემად
- განცხადების ამობეჭდილი ბლანკები გადაცემისთვის (მათი აღება შეგიძლიად ადგილზე, თუმცა ჯობს თან იქონიოთ)
- პატარა პოლიეტილენის პარკები იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმის გადაყრა დაგჭირდებად
- ერთი-ორი დიდი პარკი, რაშიც გადაცემას მისცემენ პატიმარს.
- გამჭრილვალე პლასტმასის ბოთლები სითხისთვის და პლასტმასის კონტეინერები სქელი საჭმლისთვის
რა ხდება რიგებზე გადაცემის ბიურიში?
ზოგ დაწესებულებებში მუშაობს ფედერალურ პენიტენციურ სამსახურის სერვისი რიგში ელექტრონული წინასწარი ადგილის დაჯავშნისთვის. ცოცხალი რიგით გადაცემის ჩაბარება იკავებს 30 წუთიდან 3 საათამდე. რიგის წესები ყველგან სხვანაირია: სადღაც იგი ელექტრონულთან პარალელურად მიმდინარეობს, და სადღაც დილით იღებენ ჯერ ელექტრონულს, ხოლო შემდეგ ცოცხალ რიგს.
ადმინისტრაციული დაკავება და სპეციალური დაკავების მიმღები
ადამიანი დააკავეს და ჩასვეს ავტოზაკში
საპროტესტო აქციების დროს პოლიციელები ელოდებიან ხოლმე, როდის შეივსება ავტოზაკი დაკავებულებით — ეს კი შეიძლება გაიწელოს რამოდენიმე საათით. სანამ ადამიანი არ იქნება მიყვანილი პოლიციის განყოფილებაში, შეგიძლიათ სცადოთ გადასცეთ მას წყალი ავტოზაკში, ნოყიერი ბატონი, პორტატული დამტენი (პოვერბანკი), დამტენი კაბელი და ადვოკატის კონტაქტები. ამისთვის უნდა სთხოვოდ პოლიციელებს, მაგრამ გადასცემენ თუ არა ნივთებს დამოკიდებულია მათ სურვილზე და თქვენ დაჟინებაზე.
ადამიანი მიიყვანეს შინაგან საქმეთა განყოფილებაში ან სასამართლოში
ზოგჯერ მნახველებს სხვადასხვა მიზეზებით არ უშვებენ შინაგან საქმეთა განყოფილებაში ან სასამართლოში. ამიტომაც სასამართლოში (ადმინისტრაციულ საქმეებზე) საჭიროა ადვოკატის გამოძახება, რომ იგი ჩავიდეს და წაიღოს გადაცემა, ხოლო შინაგან საქმეთა განყოფილებაში — მორიგესთან საუბარი.
თუ შინაგან საქმეთა განყოფილებაში არ იბარებენ გადაცემას, ამ შემმთხვევაში შეგიძლიათ დაიმოწმოთ:
- რუსეთის ფედერაციის ხელუსუფლების დადგენილების პუნკტ 20ზე 2012 წლის 16 აპრილიდან
- ამავე დადგენილების დანართი № 4
თუ იცით დაკავებულის სახელი, გვარი და მამის სახელი, თქვენ თან გაქვთ პასპორტი და მოხვედით მიღების საათაბში (10:00-18:00 ხოლმე შესვენებით სადილზე 13:00–14:00), ვალდებული არიან მიიღონ გადაცემა.
თუ კი მოხვედით არასამუშაო დროს, მაშინ უნდა მიმართოდ მორიგეს. რამოდენიმე ათეულის მშიერი რომ არ ჰყავდეთ თავის განყოფილებაში, ისინი ნებას რთავენ ხოლმე გადაცემაზე.
მასობრივი აქციების დროს პოლიციელები ხშირად გადასცემენ «ციხე-სიმაგრე» გეგმას, რომ არ დაეშვან დამცავები დაკავებულებთან. ასეთ შემთხვევაში გადაცემის გაკეთება თითქმის შეიძლებელია. ამის მიუხედავად «ციხე-სიმაგრის» დარღვევა შეიძლება დაჟინებით: მასობრივი რეკვით განყოფილებაში და წერილობითი საჩივრებით მორიგის სახელზე. ასევე შეგიძლიათ დახმარების თხოვნით მიმართოთ მუნიციპალილეტის დეპუტატებს, ადვოკეტებს და საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის წევრებს. არ არის ფაქტი, რომ დაიშვებიან, მაგრამ ზოგჯერ ეს შველის.
ადამიანი განათავსეს სპეციალური დაკავების მიმღებში
დაკავების შემდეგ ადამიანი მიიყვანეს სპეციალური დაკავების მიმღებში. იქ იმყოფება 30 დღე-ღამე. გადაცემის წესები შეიძლება განსხვავდებოდეს და მიმღებიზეა დამოკიდებული, ამიტომაც ჯობს მათი დაზუსტება დაწესებულების საიტზე. გადაცემების მაქსიმალური ჯამური წონა — 30 კილოგრამია დაკავების მთელ პერიოდზე, გადაცემის და ამანათების რეოდენობა არ არის შეზღუდული.
რისი გადაცემა ნამდვილად შეიძლება:
- დაჭრილი პური
- სუშკი და სუხარი
- თაფლაკვერი
- ორცხობილა და კანფეტები უალკოჰოლო შიგთავსით ან გაჟღენთით
- მყარი სახის ყველი და შებოლილი ძეხვი
- წყალი
- ჰიგიენის საშუალებები: კბილის ჯაგრისი და პასტა. მშრალი და სველი ხელსახოცი (სპირტის გარეშე), ტუალეტის ქაღალდი
- მედიკამენტები (მკაცრად სპეცმიმღების დანიშნულების რეცეპტით)
- ქვეშაგი (პარალონი)
- საბანი და საძილე ტომარა
- წიგნები
- ქაღალდი, კალამი (ლურჯი ან შავი მელანით), კონვერტები და მარკები
- საქმის მასალები
წინასწარი პატიმრობა და წინასწარი დაკავების იზოლატორი
წინასწარი დაკავების იზოლატორში დაგაცემა არ უნდა აღემატებოდეს 30 კილოგრამს თვეში — ითვლება როგორც ჩვეულებრივი გადაცემები, ასევე ინტერნეტ მაღაზიიდან შეკვეთები. ამანათები და ყველაფერი პატიმრის პირად სახსრებზე ნაყიდი არ ითვლება, მაგრამ გზავნილის წონა შეზღუდულია.
მამაკაც-პატიმარს შეუძლია პირადი ნივთების და პროდუკტების (დოკუმენტები არ ითვლება) შენახვა 50 კილოგრამამდე. ქალებზე ლიმიტი — 30 კილოგრამია. ორსულებისთვის და ქალებისთვის, ვისთანაც ერთად იმყოფებიან ბავშვები 3 წლამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში ლიმიტი არ არის.
ზოგჯერ პროვოკატორები სპეციალურად გადასცემენ პატიმრებს უსარგებლო ნივთებს, რომ ლიმიტი ამოუწურონ. ასეთ შემთხვევაში პატიმარს შეუძლია გააფორმოს წერილობითი უარი გადაცემებზე კონკრეტული ადამიანისგან.
უნდა ხვდებოდეთ, რომ ბევრი ნივთი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუხერხებელია. პირველ რიგში იქ თითქმის არაა ადგილი შენახვისთვის. მეორეც მათი გადაზიდვა ძნელია, თუ ადამიანს გადაიყვანენ კოლონიაში. მესამეც, კოლონიაში ნივთებს წაართმევენ და გააგზავნიან შენახვაზე საწყობში. თუ ნივთებს არ მოიპარავენ, პატიმრობის განმავლობაში ისინი უვარგის მდგომარეობაში მოვლენ.
რისი გადაცემა არ შეიძლება?
ყველა გადაცემა მოწმნდება. იყავით მზად იმისთვის რომ გთხოვონ პროდუკტების გახსნას და გამჭრილვალე პაკეტებში გადატანას.
აკრძალული პროდუკტების სია უნდა იყოს გამოკრული გადაცემების ბიუროს სტენდზე ან დაწესებულების საიტზე. ამავე დროს ყველა წინასწარი დაკავების იზოლატორში არის თავისი წესდება და «უფროსობის განკარგულება». გაუშვებენ თუ არა ამა თუ იმ პროდუქტს ან ნივთს დამოკიდებულია კონკრეტულ თანამშრომელზე იმ ადგილას.
ასევე ბევრ დაწესებულებაში არის სეზონური შეზღუდვა. მაგალითად, ზაფხულს არ შეიძლება მალფუჭდებადი პროდუკტების გადაცემა, რადგან საკანში და ბარაკში არ არის ხოლმე მაცივრები.
აკრძალული პროდუქტები
- საგნები, ნივთიერებები და პროდუქტები, რომელიც წარადგენენ საშიშროებას სიცოცხლისთვის და ჯამრთელობისთვის ან შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი (მაგალითად, დანა და სანთებელა)
- პროდუქტები, რომელიც მოითხოვენ მომზადებას (იმის გარდა, რაც შეიძლება მდუღარე წყალის ჩახსმით იქნას)
- სახლის კონსერვები
- კვერცხები
- საწებელი
- კენკრა, საზამთრო, ნესვი, ანანასი, სოკო
- პროდუქტები შუშის და რკინის ქილაში
რისი გადაცემა შეიძლება?
პროდუქტები
- გარეცხილი მშრალი ხილი მსხვილი კურკის გარეში — ვაშლი, მსხალი; ყველგან არა — ბანანი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი (ზამთარში შეიძლება მიმღების დარწმუნება, პატიმრის ვიტამინების უკმარისობის დამოწმებით)
- ბოსტნეული — თავიანი ხახვი, ნიორი, სტაფილო; ყველგან არა — კიტრი და პომიდორი
- ჩირი — ჭერმის ჩირი, შავქლიავი, ჩამიჩი, ლეღვი, ფინიკი; კაკალი ნაჭიჭის გარეშე
- ჩაი — მხოლოდ შავი ფოთლოვანი, დანამატების გარეშე; ჩაი პაკეტებში ყველგან არ მიიღებენ
- ყავა და კაკაო (შეუძლიან მოგთხოვონ პაკეტში გადმოყრა)
- თეთრი ნატეხი შაქარი
- კონფეტები და კარამელები შიგთავსის გარეშე
- ორცხობილა, თაფლაკვერი, ვაფლი — ყველა შიგთავსის, მოსარკლულის და მოყრის გარეშე
- სუშკი, სუხარი და ბლითი
- პური
- შოკოლადი, მარმელადი
- მიუსლი და ფაფა დანამატის გარეშე (შეუძლიან მოგთხოვონ პაკეტში გადმოყრა)
- წვნიანი, ატრია, კართოფილის პიურე სწრაფი მომზადების (სანელებლის გარეშე)
- ნედლად შებოლილი ძეხვი (ხოლმე დაჭრილი, მაგრამ ზოგჯერ ითხოვენ ბატონს სრულად), მოხარშულ შებოლილი ძეხვი (მხოლოდ ზამთარს), შებოლილი თევზი (ძვლების გარეში), სალო — ყველაფერი უნდა იყოს ვაკუუმის შეფუთვაში და მაღაზიის ეტიკეტით ვარგისიანობის ვადით.
- რძე გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლში (არანაკლებ 10 დღის ვარგისიანიბით 25°C მდე)
- იოგურტი დასალევი ბოთლში, ხაჭო (ყველაფერი დანამატის გარეშე, გრძელი შენახვის ვადით და 25°C მდე)
- ნაღების კარაქი, ყველი მყარი სახის (საფირმო შეფუთვაში და შენახვის ვადის მითითებით)
- მოჭიქული ხაჭო
- ზოგჯერ უშვებენ წვენის და სასმელის გადაცემას ტეტრაპაკეტის შეფუთვაში, მაგრამ ჯობს წინასწარ დააზუსტოდ
- ასევე ზოგჯერ უშვებენ ხორცის და თევზის კონსერვების გადაცემას
პროდუქტები უნდა იყვნენ გამჭვირვალე პაკეტებში ან ქარხნულ შეფუთვაში ვარგისიანობის მითითებით. ზოგ დაწესებულებაში პროდუქტების დაფასოება შეიძლება წინასწარ, ზოგში ითხოვენ ამას პირდაპირ გადაცემების ბიუროს წინაშე. თუ თქვენ არ იცით დაწესებულების წესები არაა საჭირო პროდუქტების წინასწარ გახსნა, გადაყრა და გადასხმა. თუ თქვენ ყიდულობთ ასაწონ პროდუქტებს მათზე უნდა იყოს საფასური წონის მითითებით. თუ პროდუქტი ნაყიდია ბაზრობაზე, შეგიძლიათ ჩაწეროთ მათი წონა და შემდგომ აიღოთ შესაბამისი საფასური სუპერმარკეტში.
ჰიგიენის საშუალებები
- სარეცხი საპონი (პირველად — პლასტმასის სასაპნე)
- ტუალეტის ქაღალდი
- პლასტმასის კბილის ჯაგრისი (პირველად — პლასტმასის ფუტლარში) და კბილის პასტა პლასტმასის შეფუთვაში
- სველი და მშრალი ხელსახოცი სპირტის გარეშე
- შამპუნი, შხაპის გელი, საპარსი გელი (გამჭვირვალე პლასტმასის შეფუთვაში ან გამჭვირვალე ბოთლით გადასხმისთვის)
- ბურთულიანი დეოდორანტი (უსპრეო დეოდორანტი, სპირტის გარეშე და პლასტმასის შეფუთვაში)
- კრემი პლასტიკურ ტუბებში
- სარეცხი ფხვნილი (შეიძლება სთხოვონ პაკეტში გადმოყრა)
- პლასტმასის ტაშტი სარეცხისთვის
- რეზინის ხელთათმანები
- ჭირჭლის სარეცხი ღრუბელი
- ჭურჭლის სარეცხი საშუალება გამჭრილვალე შეფუთვაში
- ნეჭა
- პირსახოცი (შეიძლება არ მიიღონ)
- ლოგინის თეთრეული თეთრი ფერის — ორი ზეწარი და ბალიშისპირი (შეიძლება არ მიიღონ)
- ფრჩხილების საკვნეტელა-კნიფსერი (საჩხვლეტი-საჭრელი ელემენტების გარეშე და ქლიბის გარდა)
- ერთჯერადი საპარსი
- სავარცხელი
- ქალისთვის — საფენი და ტამპონები (წინასწარი დაკავების იზოლატორში ძალიან ცოტას გასცემენ)
ტანსაცმელი
დაშვებული ტანსაცმლის სია არის შინაგანწესის დანართში. როგორც წესი, არ არის დაშვებული ტანსაცმელი პრინტით და ლოგოთი, კამუფლაჟის ტანსაცმელი და ასევე საკინძით და თასმით. თუ თქვენ არ იცით ტანსაცმლის ზუსტი ზომა, ჯობს აირჩიოთ ის რომელიც ოდნავ დიდია.
- ტრუსი, წინდა
- თერმო თეთრეული
- მაისურები
- სვიტრები
- სპორტული კოსტიუმი
- ჯინსები, შარვალი
- ფეხსაცმელი სუფინატორის, თასმის და მეტალის ქუსლსაკრავის გარეშე — მაგალითად, სპორტული ფეხსაცმელი წებოვანი საკრავით
- რეზინის ჩუსტები
- ქურთუკი
- ქუდი
- მატყლის ხელთათმანები ან ფათათური
- დიდი ჩანთა ნივთების შესანახად
- ყურის საცობები და ძილის ნიღაბი (წინასწარი დაკავების იზოლატორში შეიძლება ხმაური და სინათლე იყოს მთელი დღე და ღამე)
კიდევ რა?
- სადუღარი 0,6კვტ სიმძლავრის (ზოგ წინასწარი დაკავების იზოლატორში მიიღებენ მოლოდ გარკვეულ სადუღარს ან პლასტმასის ჩაიდანს, ამიტომ ჯობს წინასწარ დააზუსტოდ)
- სიგარეტი — მაშინაც კი როცა პატიმარი არ ეწევა, ეს დასჭირდება როგორც გაცვლითი ვალიუტა (სადღაც ღებულობენ შეფუთვაში და სხვაგან ითხოვენ მტკიცე პაკეტში გადმოყრას.
- ასანთი (შეიძლება სთხოვონ პაკეტში გადმოყრას)
- პლასტმასის ჭიქა, თეფში და ჯამი
- საკანცელარიო ნივთები — ფანქარი, ლურჯი ან შავი კალამი ზამბარას გარეში, რვეული ზამბარას გარეშე, ქაღალდი, კონვერტი მარკებით
- ღია ბარათი, რომ პატიმარს შეეძლოს მათზე ხელის მოწერა და ახლობლებს გაუგზავნოს
- საქაღალდე ფურცლებისთვის, რომ დოკუმენტების წაღება შეეძლოს სასამართლოში და უკან კოლონიაში, მაგრამ წინასწარი დაკავების იზოლატორში არ შეიძლება.
შეუძლიათ გადაცემა არ მიიღონ?
კი. გადაცემას არ მიიღებენ თუ პატიმარი გადაიყვანეს სხვა დაწესებულებაში, წაიყვანეს სასამართლოში ან საგამოძიები ქმედებებზე, კარცერში განათავსეს ან გადაცემა არ ჩაეტია დაშვებულ ლიმიტში.
როგორ გავაგზავნოთ ამანათი?
ამანათში შეიძლება ყველაფერი იგივეს ჩადება რაც გადაცემაში, მალფუჭებადი პროდუქციის გარდა. ამისთვის თქვენ უნდა იყიდოთ ფოსტაში საჭირო ზომის ყუთი, ჩაალაგოთ ნივთები და პროდუქტები, შეავსოთ გადაცემის ბლანკი და ეს ყველაფერი გააგზავნოთ ფოსტით. ამანათები მისდით გადაცემაზე ნელა, ამიტომ ჯობს აირჩიოთ ფილიალი, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორთან ახლოსაა.
როგორ გადავცეთ წიგნები?
ზოგადად იზოლატორში წიგნების გაგზავნა შეიძლება ამანათში, მაგრამ ზოგიერთ წინასწარი დაკავების იზოლატორში მათი მიწოდება შეიძლება მხოლოდ OZON სერვისით. ამისთვის უნდა დაამატოდ წიგნები კალათაში, შეიყვანოთ სახელი, გვარი, მამის სახელი და მიმღების დაბადების თარიღი, აირჩიოთ მიწოდება ფოსტით და მიუთითოთ იზოლატორის მისამართი. კომენტარებში საჭიროა მიაწეროდ, რომ ამანათი უნდა ჩაბარდეს «წინასწარი დაკავების იზოლატორის გადაცემების ბიუროში». მას შემდეგ რაც წიგნები ჩამოვლენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, მათ გადასცემენ ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, საიდანაც პატიმარი შეძლებს თავისთვის დროებით აღებას.
სხვა დანარჩენის გარდა, იურიდიული ლითერატურის გაგზავნა შეიძლება — მაგალითად, სისხლის სამართლის პროცესის კოდექსი, სისხლის სამართლის აღმასრულებელი კოდექსი, წინასწარი დაკავების იზოლატორის შინაგანაწესი და ასე შემდეგ.
როგორ გადავცეთ წამალი?
წინასწარი დაკავების იზოლატორის და კოლონიის სამედიცინო ნაწილებში უნდა იყოს ძირითადი წამლები, მაგრამ რეალურად ხშირი უკმარისობაა.
იმისთვის რომ გადასცეთ წამალი ან ვიტამინები უნდა იყოს დანიშვნული დაწესებულების ექიმის მიერ. ამისთვის პატიმარი უნდა შეატყობინოს ჯამრთელობის პრობლემებზე სამედიცინო ნაწილში. თუ წინასწარი დაკავების იზოლატორში არ არის საჭირო მედიკამენტები, ექიმმა უნდა გამოწერის რეცეპტი. პატიმარის ახლობლები უნდა წაიღონ იგი გადაცემების ბიუროში.
სამედიცინო გადაცემებისთვის სულ სხვა გრაფიკია — მისი მოძებნა შეგიძლიათ თავად გადაცემების ბიუროში ან დაწესებულების საიტზე. როგორც წესი, წამლის გადაცემისთვის ხშირად საჭიროა წინასწარი ჩაწერა ტელეფონით. ამის გარდა, ასეთ გადაცემებისთვის არის ცალკე ბლანკი.
მნიშვნელოვანია: შეინახეთ მედიკამენტების ჩეკები.
იმის გამო რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოველთვის ჩართულია სინათლე, ადამიანს ხშირად უფუჭდება მხედველობა, ამიტომ მათ შეიძლება დასჭირდეთ სათვალე. ამის გადაცემა შეიძლება გადაცემაში ან ამანათში რეცეპტის არსებობის შემთხვევაში, დამტკიცებული ციხის ექიმ-ოფტალმოლოგის მიერ. სათვალე (როგორც ლინზები ასევე ჩარჩო) და ფუტლარი უნდა იყვნენ პლასტმასის, რკინის ნაწილების გარეშე.
კოლონია
რა გადავცეთ პატიმარს კოლონიაში გადაყვანამდე?
მსჯავრდებული, რომელსაც მიუსაჯეს რეალური ვადა, დაგაზიდვა — ანუ გადაყვანა მოელის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კოლონიაში. წინასწარ გაგება, თუ სად გადაჰყავთ ადამიანი შეუძლებელია (მხოლოდ იმ შემთხვევისა, როდესაც საუბარია კოლონია-დასახლებაზე და სასამართლომ დანიშნა დამოუკიდებლად მისვლა). კოლონია შეიძლება იმყოფებოდეს სხვა რეგიონში და გადაყვანა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირა. ამავე დროს საყოფაცხოვრებო პირობები მატარებელში უკიდურესად მძიმეა და თავისუფალი ადგილი იქ თითქმის არაა.
წინასწარი დაკავების იზოლატორის ადმინისტრაციამ უნდა გააგზავნოს ადამიანი გადაზიდვაზე 10 დღის განმავლობაში წინასწარი შეთყობინების შემდეგ განაჩენის გამოტანის ძალაში შესვლამდე. მნიშვნელოვანია ამ დროის განმავლობაში მოასწროდ პატიმრისგან გაიგოთ რა აკლია.
შეგიძლიათ გადასცეთ
- პლასტმასის ბოთლი — დასჭირდება თუ მატარებელში არ გაუშვებენ საპირფარეშოში
- სველი ხელსახოცი — ჩაუნაცვლებენ შხაპს
- თბილი ტანსაცმელი და ჩუსტები
- სიგარეტი
- საჭიროა მსუბუქი საკვები, მაგრამ ნოყიერი — მაგალითად სწრაფი მომზადების ატრია, კანფეტები, შაქარი, ჩაი
- რამოდენიმე ლიტრა წყალი
ურჩიეთ პატიმარს ცოტა წიგნის წამოღება, მაშინაც კი თუ ბევრს კითხულობს. მძიმეა, უხერხულია ტარება, მით უმეტეს — ხერბორკილებში, მუდმივი შემოწმებით და ჩხრეკვით.
რა გადავცე კოლონიაში?
კოლონიაში ერთი გადაცემის და ამანათის მაქსიმალური წინაა 20 კილოგრამი, ბანდეროლი — 5. გადაცემების და ამანათების რაოდენობა მამაკაცის კოლონიებში დამოკიდებულია რეჟიმის სახეობაზე და სასჯელის მოხდის პირობებზე; ქალის კოლონიებში იგი არაა შეზღუდული. ამანათების ლიმიტები შეგიძლიად შეამოწმოთ ცხრილში, რომელიც გააკეთეს «გახსნილი სიფრცის» აქტივისტებმა.
ძირითადად დაშვებული პროდუქტების კრებული ემთხვევა იმას რაც შეიძლება გადასცეთ წინასწარი დაკავების იზოლატორი (ამაზე ზემოთ).
საჭიროა თუ არა გადასცეთ ტანსაცმელი?
კოლონიებში (კოლონია-დასახლების გარდა) პატიმარს აუცილებლად გასცემენ საპატიმრო ტანსაცმელს — ეს გახდება ძირითად ტანსაცმლად. თამცა შეგიძლიად გადასცეთ კოლონიაში მაისური, კვედა თეთრეული და წინდები, მათ შორის მატყლისა.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, ძნელი სათქმელია, რომელს დაუშვებს კოლონიის ადმინისტრაცია. შეგიძლიად სცადოთ გადასცეთ შავი სპორტული ფეხსაცმელი საფირმო ლოგოს, ჩასადგმელის და თასმის გარეშე — შესაძლებლობა უფრო მაღალია.
როგორ გადავცეთ მედიკამენტები?
წამალი შეგიძლიათ გადასცეთ კოლონიის სამედიცინო ნაწილში ან გაუგზავნოთ ამანათით ფოსტის მეშვეობით. გადაცემები და ამანათები წამალით და ვიტამინებით არ შედის ამანათის ლიმიტში — მათთვის ცალკეა. თუ ბრალდებული დაავადდა, მას შეუძლია დამატებითი მედიკამენტების ამანათების მიღება ლიმიტის ზევით. რისი და რა რაოდენობით შეიძლება იქნას გადაცემული სწყვეტს ექიმების კომისია ან კოლონიის მკურნალი ექიმი ან იქვე საავადმყოფო.