ქუჩის აქციის მონაწილის პირველი წესი — დაკავების თავიდან აცილებაა. თუკი დაკავება მაინც მოხდა, მეორე წესია — სრული სიმშვიდის შენარჩუნებაა. და მესამე წესი — იცოდეთ, თუ რა გელით და როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები.
სწორედ კანონებისა და იმ მოვლენების თანმიმდევრობის ცოდნა, რომელიც გელით პოლიციის განყოფილებაში, დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში. და ზუსტად ამაზეა ჩვენი სამართლებრივი ინსტრუქციაა. ის სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ჯერ არასოდეს აღმოჩენილა პოლიციაში და ვისაც იმედი აქვს, რომ იქ ვერასოდეს აღმოჩნდება: ცოდნა — დამამშვიდებელია.
უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს: თქვენ გადაგიყვანენ ავტოზაკში (პატიმრების, ეჭვმიტანილების და ბრალდებულებების გადაყვანისთვის განკუთვნილი ავტომობილი), გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდებით პოლიციის განყოფილებაში და გაატარებთ იქ დაახლოებით სამ საათს, სადაც დაკავებული იქნებით მსოფლიოში ორი ყველაზე მოსაწყენი საქმით: ლოდინითა და დოკუმენტების შევსებით. მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც შეიძლება არასწორედ წარიმართოს — ამიტომ ინსტრუქციაში ჩვენ აღვწერეთ თითქმის ყველა კანონი და სიტუაცია, რომელსაც შეიძლება შეასკდეს ქუჩის აქციაზე დაკავებული პირი. შიში საჭირო არ არის, საჭიროა ცოდნა.
ბოლოსდაბოლოს, არსებობს მეოთხე ოქროს წესი: იცოდე შენი უფლებები და დაიცავი ისინი, მაგრამ არ «დაიწყო კაჩაობა». განსაკუთრებით, თუ გამოცდილება არ გაქვს და საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხარ. ლეგალური უფლებების დაცვასა და «კაჩაობის» შორის უზარმაზარი განსხვავებაა. სრული სიმშვიდე, კანონებისა და ბიუროკრატიული პროცედურების ცოდნა ხელს უწყობს თქვენს თავისუფლებას და საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ შემდგომი პრობლემები. აგრესიულმა ტონმა, ამაღლებულმა ხმამ და ჩივილებმა ყოველგვარი წესის დარღვევაზე, თუნდაც უმნიშვნელოზე, შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეგიქმნათ. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს მეგზურს ვუწოდეთ «იდეალური დაკავებულების ინსტრუქცია» — რეალობა იდეალებისაგან შორს არის, კიდევ უფრო შორს კი — პოლიციის თანამრომლების ქცევა. კანონების ცოდნა და მათი აღსრულება მნიშვნელოვანია და აუცილებელია, მაგრამ სტრესულ და სახიფათო სიტუაციაში არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საღი აზრი.
დაკავება
დაკავება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანს აღარ აქვს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. პოლიციის თანამშრომელებს შეუძლითა ჩუმად ჩააგდონ ადამიანი მანქანაში, ან უბრალოდ უბრძანოს: «იდექით ჯერჯერობით აქ» ან «წამობრძანდით, მოქალაქევ».
მოიქეცით მშვიდად და მოერიდეთ კონფლიქტს პოლიციის თანამაშრომლებთან.
შეეცადეთ გადაიღოთ დაკავება ვიდეოზე ან სთხოვეთ ვინმეს ამის გაკეთება. კანონმდებლობა არ კრძალავს პოლიციის თანამშრომელების გადაღებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. გამოართვით საკონტაქტო ინფორმაცია დაკავების თვითმხილველებისგან — ეს შეიძლება გამოგადგეთ.
შეეცადეთ გაარკვიოთ და ჩაწეროთ იმ პოლიციის თანამშრომელისა ან როსგვარდიის ჯარისკაცის სახელი, თანამდებობა და ჟეტონის ნომერი, რომელმაც განახორციელა თქვენი დაკავება. ასევე ზედმეტი არ იქნება მისი განმასხვავებელი ნიშან-თვისებების დამახსოვრება.
დაუყონებლივ შეატყობინეთ თქვენი დაკავების შესახებ OVD-Info (თუ დაკავება განხორციელდა საპროტესტო აქციაზე), ნათესავებსა ან მეგობრებს (ყოველთვის).
დაკავების თითოეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე ფედერალური კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ასევე განუმარტოს დაკავებულს (შემდგომში — დაკავებული პირი) მისი უფლება იურიდიულ დახმარებაზე, თარჯიმნის მომსახურებაზე, მისი დაკავების ფაქტის შესახებ ახლო ნათესავების ან ახლო პირების შეტყობინებაზე, ახსნა-განმარტებებზე უარის თქმაზე.
დაკავებულ პირს უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს სამი საათისა დაკავების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, აქვს უფლება ერთ სატელეფონო საუბარზე, რათა აცნობოს ახლო ნათესავებს ან ახლო პირებს მისი დაკავებისა და ადგილმდებარეობის შესახებ. დაკავებული პირის თხოვნით, მისი სახელით ასეთი შეტყობინება შეიძლება განახორციელოს პოლიციის თანამშრომელმა.
კანონი «პოლიციის შესახებ», მე-14 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილები «დაკავება».
თუ ტელეფონს ჩამოგართმევენ
ეს უკანონოა: დასაშვებია მხოლოდ იმის ჩამორთმევა, რაც ეხება თქვენს სავარაუდო დანაშაულს (პლაკატები, ფურცლები და ა.შ.).
თუმცა, თუ ეს მაინც ხდება, მოითხოვეთ ამოღების ოქმის შედგენა და ორი მოწმის დასწრება. თუ მოწმეები ვერ მოიძებნება, პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვს ამის ნაცვლად გამოიყენოს ვიდეოგადაღება. მნიშვნელოვანია, რომ ოქმში ყველაფერი მაქსიმალურად დაწვრილებით იყოს აღწერილი. ამ პროცედურების განხორციელების გარეშე, პოლიციის თანამშრომელებს არ აქვთ თქვენი ნივთების ამოღების უფლება. არ მისცეთ, თუ არ გემუქრებიან ძალადობით (ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 27.10 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 ნაწილი «ნივთებისა და დოკუმენტების ამოღება»
1. ნივთების ამოღება, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ინსტრუმენტს ან საგანს წარმოადგენს, და ასევე დოკუმენტების, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში მტკიცებულების მნიშვნელობის მქონეა და აღმოჩენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ან პირადი ჩხრეკის, ფიზიკური პირის ნივთების, რომლებიც მას თან ჰქონდა, და სატრანსპორტო საშუალების შემოწმების დროს უნდა განხორციელდეს წინამდებარე კოდექსის 27.2-ე, 27.3-ე, 28.3-ე მუხლებით განსაზღვრული პირების მიერ ორი მოწმის თანდასწრებით ან ვიდეოჩანაწერის გამოყენებით.
5. ნივთებისა და დოკუმენტების ამოღების შესახებ დგება ოქმი ან შესაბამისი ჩანაწერი კეთდება მიყვანის ოქმში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის შემოწმების ოქმში ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში. მართვის მოწმობის, ტრაქტორისტ-მემანქანის (ტრაქტორისტის) მოწმობის, გემთწამყვანის, პილოტის მოწმობის ჩამორთმევა ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის შემოწმების ოქმში.
ხშირად პირადი ნივთები დაკავებულთან რჩება. ფორმალურად, პოლიციის თანამშრომლებს აქვთ უფლება ჩამოართვან ის ნივთები, რომლებიც შეიძლება საფრთხე შეუქმნან უსაფრთხოებას.
მიყვანა
დააფიქსირეთ ზუსტი დრო, როდესაც აღმოჩნდებით პოლიციის ტრანსპორტში (მაგალითად, შეგიძლიათ გაგზავნოთ SMS). ეს საშუალებას მოგცემთ გაასაჩივროთ ის ფაქტი, რომ დასაშვებზე დიდი დრო გაატარეთ ავტოზაკში (თუ ეს მოხდება).
იმისდა მიუხედავად, რომ კანონის მოთხოვნით, თქვენი მიყვანა განყოფილებაში უნდა განხორციელდეს, რაც შეიძლება უმოკლეს დროში, პრაქტიკაში ეს პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 27.2 მუხლის მე-2 ნაწილი «მიყვანა».
მიყვანა უნდა განხორციელდეს, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში.
ჰკითხეთ, სად მიჰყავხართ. როგორც კი შეიტყობთ, მისწერეთ ამის შესახებ სამართლებრივ ბოტ OVD-Info და თქვენს მეგობრებს. დაუყონებლივ სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, მოგაწოდონ განყოფილებაში საკვები, წყალი და საჭირო ნივთები (გაითვალისწინეთ, რომ დაკავება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში, ან შეიძლება დაგტოვონ მთელი ღამით). Ედაეხმარეთ ერთმანეთს. გააკეთეთ ტელეგრამის ჩატი ავტოზაკზე, დაამატეთ მეგობრები, რომლებიც გეხმარებიან. მაქსიმალურად გაცვალეთ კონტაქტები სხვა დაკავებულებთან.
როდესაც მიგიყვანენ განყოფილებაში, მისწერეთ ამის შესახებ ჩვენს სამართლებრივ ბოტს. შესაძლოა, გარკვეული დროის გატარება მოგიწიოთ ავტოზაკში პოლიციის განყოფილების წინ, სანამ სხვა დაკავებულებთან ერთად შიგნით შეგიყვანენ. არსებობს ალბათობა, რომ შემდეგ ერთი განყოფილებიდან მეორეში გადაგიყვანონ.
შეგიძლიათ შეამოწმოთ სავსეა თუ არა ავტოზაკი. არავინ უნდა იდგეს ფეხზე და მოეჭიდოს მოაჯირებს, როგორც მეტროს ვაგონში. ხალხის რაოდენობა უნდა უტოლდებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას. მაგრამ გახსოვდეთ — ავტოზაკში ყველაზე დაუცველი ხართ, შეეცადეთ მოიქცეთ მშვიდად და არ გამოიწვიოს კონფლიქტები.
«რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო განჩინება», 25.02.2016, №АПЛ16-24. ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი ადამიანების გადაყვანის აკრძალვა მოცემულია საგზაო მოძრაობის წესების 22.8 პუნქტში, დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის მინისტრთა საბჭოს 1993 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებით № 1090
გარდა ამისა, ინსტრუქციის 167-ე პუნქტის მე-4 აბზაცის თანახმად, ყველა შემთხვევაში, სპეციალური მანქანებით გადასაყვანი მსჯავრდებულთა და პატიმრობაში მყოფი პირების და ასევე პირადი შემადგენლობის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ავტომობილისთვის ტექნიკური მახასიათებლებით დადგენილ ნორმებს.
თუ არასრულწლოვანი ხარ
უპირველეს ყოვლისა, დაურეკეთ მშობლებს. მშობლების გარეშე თქვენი დაკითხვა, ოქმების შედგენა, გასაუბრება დაუშვებელია და ვერც ადვოკატის დახმარებას მიიღებთ. და, რაც ყველაზე მთავარია, პოლიციიდან არ გაგიშვებენ, სანამ მშობლები არ წაგიყვანენ.
გირჩევთ, წაიკითხოთ ეს სამახსოვრო ბარათი არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ.
თუ გცემეს
თუ გცემეს, მნიშვნელოვანია შემდეგი:
- სიტუაციის გამწვავების გარეშე, შეეცადეთ მომხდარის გადაღება ფოტო ან ვიდეოზე, დარეკეთ OVD-Info ცხელ ხაზზე: 8 800 707-05-28. ან მოგვწერეთ ტელეგრამ-ბოტში.
- გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მოსთხოვეთ მისი გამოძახება პოლიციის თანამშრომლებს — მედმუშაკებმა უნდა დააფიქსირონ დაზიანებები. თუ თქვენ ვერ შეძელით სასწრაფოს გამოძახება პოლიციის განყოფილებაში, გააკეთეთ ეს განყოფილებიდან გასვლისთანავე. უმჯობესია სასწრაფოს გამოძახება პოლიციის განყოფილებასთან ახლოს, რათა მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა თქვან, რომ აღნიშნული დაზიანებები თქვენ მიიღეთ სახლისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, თუ რაიმე მიზეზების გამო, ამის გაკეთება შეუძლებელია, თავად წადით სამედიცინო დაწესებულებაში (ტრავმპუნქტში). იქ დაგისმავენ დიაგნოზს, გაგიწევენ დახმარებას და დააფიქსირებენ დაზიანებებს — ამის გარეშე, შემდგომი სამართლებრივი ქმედებები შეუძლებელი იქნება.
- აუცილებლად დააფიქსირეთ ცემის ფაქტი ოქმში «ახსნა-განმარტებების» გრაფაში (დაწვრილებით ოქმების შესახებ იხ. ქვემოთ).
პოლიციაში
დაკავების ვადა
პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე მოითხოვეთ, რომ ყველა დაკავებულის გვარი შეტანილ იქნეს სააღრიცხვო წიგნში. ამგვარად, დაფიქსირდება ფორმალური დაკავების დრო.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 30 აპრილის N 389 ბრძანება «მოქალაქეების მიყვანის შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამორიგეო ნაწილში პოლიციის მოვალეობის შესრულებისა და უფლებების განხორციელების წესის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ», პუნქტები 7, 8–8.3
8. სამორიგეო ნაწილში მოქალაქეების მიყვანის შემდეგ ოპერატიული მორიგე ვალდებულია:
8.1. განუმარტოს მიყვანის საფუძვლები, მიიღოს იმ თანამდებობის პირისგან, რომელმაც განახორციელა მიყვანა, წერილობითი პატაკი ან ოქმი მიყვანის შესახებ.
8.2. დაადგინოს მიყვანილი პირის ვინაობა, მიიღოს ინფორმაცია მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ადგილმდებარეობის ადგილზე) რეგისტრაციის შესახებ.
8.3. დაარეგისტრიროს მიყვანის ფაქტი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამორიგეო ნაწილში მიყვანილ პირთა სააღრიცხვო წიგნში.
7.ოპერატიული მორიგე ვალდებულია იყოს ტაქტიანი და თავაზიანი მიყვანილ პირთა მიმართ, უზრუნველყოს მათი ყოფნა იმ პირობებში, რომლებიც გამორიცხავენ მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს და აღნიშნული შენობების თვითნებურად დატოვების შესაძლებლობას.
ზოგადი წესით, ადმინისტრაციული დაკავების ვადა შეადგენს სამ საათს და აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ შეხვედით პოლიციის განყოფილებაში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ თქვენ ბრალი გედებათ პატიმრობის მუხლით (მაგალითად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 ან 20.2 მუხლის 6.1 ნაწილი), მაშინ ფორმალურად დაკავება შეიძლება გაგრძელდეს 48 საათამდე ვადით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 27.5. «ადმინისტრაციული დაკავების ვადები»
1. ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ საათს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. პირისთვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც ადმინისტრაციული სასჯელის ერთ-ერთ ღონისძიებად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებას ან რუსეთის ფედერაციიდან ადმინისტრაციულ გაძევებას, ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატენოდეს 48 საათს.
4. პირის ადმინისტრაციული დაკავების ვადა აითვლება წინამდებარე კოდექსის 27.2 მუხლის შესაბამისად («მიყვანა»), ხოლო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის — გამოფხიზლების მომენტიდან.
დამცველი
თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ დამცველის მომსახურებით. თუ თქვენთან მოვიდა ადვოკატი, მოითხოვეთ მისი შეშვება განყოფილებაში.
კანონი «პოლიციის შესახებ», მე-14 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილი «დაკავება»
დაკავების თითოეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე ფედერალური კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ასევე განუმარტოს დაკავებულს (შემდგომში დაკავებული პირი) მისი უფლება იურიდიულ დახმარებაზე, თარჯიმნის მომსახურებაზე, დაკავების ფაქტის შესახებ ახლო ნათესავების ან ახლო პირების შეტყობინებაზე, ახსნა-განმარტებაზე უარის თქმაზე.
5. ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულს უფლება აქვს დაკავების მომენტიდან ისარგებლოს ადვოკატის (დამცველის) და თარჯიმნის მომსახურებით.
უარი უნდა თქვათ სახალხო დამცველზე — ხშირად პოლიციის თანამშრომლები იწვევენ მათ მიმართ მეგობრულად განწყობილ ადვოკატებს. ისინი კარგს არაფერს გირჩევენ.
პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პირობებ
ზოგადი პრინციპი ასეთია: რაც არ უნდა ჩაგედინათ პოლიციის თანამშრომლების აზრით, მათ არ აქვთ უფლება გააკეთონ ის, რაც ამცირებს თქვენს ადამიანურ ღირსებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 1.6 მუხლის მე-3 ნაწილი «ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული იძულებითი ზომების გამოყენებისას კანონიერების უზრუნველყოფა»
3. ადმინისტრაციული იძულებითი ზომების გამოყენებისას დაუშვებელია ადამიანის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილებები და ქმედება (უმოქმედობა).
პრაქტიკაში ეს წესი ხშირად ირღვევა. დაკავებულები პერიოდულად აცხადებენ, რომ აიძულებენ დერეფნებში ლოდინს, იატაკზე დგომით ან ჯდომით, ან საკლასო ოთახებში მერხებთან ჯდომას.
3 საათზე მეტხანს დაკავებისას, ვალდებულნი არიან განახორციელონ თქვენი უზრუნველყოფა საკვებითა და წყლით. თუ 3 საათზე მეტი ხნით დაკავება ღამით მოხდა, ვალდებულნი არიან ღამის გასათევი ადგილი გამოგიყონ. შეძლებისდაგვარად, დააფიქსირეთ ყველა უხერხულობა, აიღეთ მოწმეების კონტაქტები — ეს სასარგებლო იქნება შემდგომი გასაჩივრებისთვის.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2012 წლის 16 აპრილის N 301 დადგენილება «რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დაკავებულ პირთა ყოფნის პირობების, კვების ნორმებისა და სამედიცინო მომსახურების წესის დებულებების დამტკიცების შესახებ», პუნქტი 21
3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული პირების საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება იმ კვების ნორმების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთათვის, რომლებიც იმყოფებიან ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის საგამოიებო იზოლატორებში, რუსეთის ფედერაციის შინაგანი ორგანოებისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ორგანოების დროებითი მოთავსების იზოლატორებში და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც შეუფარდათ ადმინისტრაციული დაპატიმრება მშვიდობიან პერიოდში, დამტკიცებული რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2005 წლის 11 აპრილის N205 დადგენილებით «თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთათვის, და ასევე დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთათვის, რომლებიც იმყოფებიან ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის საგამოიებო იზოლატორებში, რუსეთის ფედერაციის შინაგანი ორგანოებისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ორგანოების დროებითი მოთავსების იზოლატორებში და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც შეუფარდათ ადმინისტრაციული დაპატიმრება მშვიდობიან პერიოდში, კვებისა და მატერიალურ-ყოფითი უზრუნველყოფის მინიმალური ნორმების შესახებ».
ნათესავებს ან საბუთების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლიათ მოგაწოდოთ განყოფილებაში საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები (ჰიგიენური საშუალებები). მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ შემოწმების შემდეგ და პოლიციის თანამშრომლის თანდასწრებით. ღირს, თქვენს ახლობლებს ქაფის ნოხი და საძილე ტომარა სთხოვოთ.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2012 წლის 16 აპრილის N 301 დადგენილება «რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დაკავებულ პირთა ყოფნის პირობების, კვების ნორმებისა და სამედიცინო მომსახურების წესის დებულებების დამტკიცების შესახებ», პუნქტი 20
20. დაკავებულებს უფლება აქვთ ნათესავებისგან და სხვა პირებისგან, რომელთა პირადობა დადგენილია, მიიღონ პირველადი მოხმარების ნივთები (ჰიგიენური ნაკრები), სადილისთვის განკუთვნილი საგნები, თეთრეული და საკვები.
დაკავებულებისთვის გადაცემულ ნივთებს, საგნებს და საკვებ პროდუქტებს ამოწმებს პოლიციის თანამშრომელი და წარუდგენს დაკავებულს მომტანის თანდასწრებით. ნივთების, საგნების და საკვები პროდუქტების შემოწმებამ არ უნდა გამოიწვიოს მათი დაზიანება და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობა.
დაკავებული პირების მიერ აუცილებელი ნივთების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოყენების შემდეგ, აღნიშნული ნივთები ინახება სხვა ნივთებთან და საგნებთან ერთად, რომლებიც ჩამოერთვა დაკავებულს, უტილიზაციას დაქვემდებარებული ნახმარი პირადი ჰიგიენის ნივთებისა და ვადაგასული საკვები პროდუქტების გარდა.
აკრძალულია დაკავებულებისთვის ისეთი საგნების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების მიღება და გადაცემა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოყენებულ იქნას დანაშაულის იარაღად.
პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან გაიყვანონ დაკავებულები ტუალეტში, მათი მოთხოვნით და სათითაოდ.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2012 წლის 16 აპრილის N 301 დადგენილება «რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დაკავებულ პირთა ყოფნის პირობების, კვების ნორმებისა და სამედიცინო მომსახურების წესის დებულებების დამტკიცების შესახებ», პუნქტი 19
19. სპეციალური სათავსიდან დაკავებული პირების გაყვანა ბუნებრივი საჭიროებების განსახორციელებლად ხორციელდება მათი მოთხოვნით რიგრიგობით, პოლიციის თანამშრომლების თანხლებით.
შემოწმება, ჩხრეკა
თქვენი პირადი ჩხრეკის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმავე სქესის პოლიციის თანამშრომელს და იმავე სქესის ორი მოწმის თანდასწრებით.
პირადი ჩხრეკის შესახებ ჩანაწერი კეთდება მიყვანის ოქმში ან დაკავების ოქმში, ან დგება ცალკე ოქმი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 27.7 «პირადი ჩხრეკა, ფიზიკურ პირთან არსებული ნივთების შემოწმება, ჩხრეკა»
1. პირადი ჩხრეკა, ფიზიკურ პირთან არსებული ნივთების შემოწმება, ჩხრეკა, ანუ ნივთების გამოკლევა, რომელიც ტარდება მათი კონსტრუქციული მთლიანობის დარღვევის გარეშე, ხორციელდება საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა ან საგნების გამოსავლენად.
2. პირადი ჩხრეკა, ფიზიკურ პირთან არსებული ნივთების შემოწმება, ჩხრეკა ხორციელდება წინამდებარე კოდექსის 27.2 და 27.3 მუხლებით განსაზღვრული თანამდებობის პირების მიერ.
3. პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის მქონე პირი ორი იმავე სქესის მოწმის თანდასწრებით. ფიზიკურ პირთან არსებული ნივთების (ხელბარგი, ბარგი, სანადირო და სათევზაო იარაღები, მოპოვებული პროდუქტები და სხვა საგნები) შემოწმებას, ჩხრეკას ახორციელებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ორი მოწმის თანდასწრებით ან ვიდეოჩანაწერის გამოყენებით.
4. გამონაკლის შემთხვევებში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ფიზიკურ პირს აქვს იარაღი ან იარაღად გამოსაყენებელი სხვა ნივთები, პირის პირადი ჩხრეკა ან ფიზიკურ პირთან არსებული ნივთების შემოწმება, ჩხრეკა შეიძლება განხორციელდეს მოწმეების გარეშე.
5. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ფოტო- და კინოგადაღება და ნივთიერი მტკიცებულებების დაფიქსირების სხვა დადგენილი მეთოდები.
6. დგება ოქმი პირადი ჩხრეკის, ფიზიკურ პირთან არსებული ნივთების ჩხრეკის შესახებ ან კეთდება შესაბამისი ჩანაწერი მიყვანის ოქმში ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში. პირადი ჩხრეკის, პირის საკუთრებაში არსებული ნივთების შემოწმების შესახებ ოქმში მითითებული უნდა იქნეს მისი შედგენის თარიღი და ადგილი, ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, გვარი და ინიციალები, მონაცემები პირად ჩხრეკას დაქვემდებარებული პირის შესახებ, ამ ნივთების სახეობის, რაოდენობასა, სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლების შესახებ, მათ შორის იარაღის ტიპის, მარკის, მოდელის, კალიბრის, სერიის, ნომრის, იარაღის სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების, საბრძოლო მასალის ტიპისა და რაოდენობის შესახებ, და ასევე პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი და ფიზიკურ პირთან არსებული დოკუმენტების სახეობასა და რეკვიზიტის შესახებ.
7. პირადი ჩხრეკის, პირის საკუთრებაში არსებული ნივთების შემოწმების ოქმში კეთდება ჩანაწერი ფოტო- და კინოგადაღების და ნივთიერი მტკიცებულების დაფიქსირების სხვა დადგენილი მეთოდების გამოყენების შესახებ. შესაბამის ოქმს თან ერთვის ის მასალა, რომელიც მიღებულ იქნა ფოტო- და კინოგადაღების, ნივთიერი მტკიცებულების დაფიქსირების სხვა დადგენილი მეთოდების გამოყენების გზით, პირადი ჩხრეკის, ფიზიკურ პირთან არსებული ნივთების შემოწმების დროს.
თუ განხორციელდა თქვენი ნივთების ამოღება
როგორც ზემოთ აღინიშნა, პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება ჩამოგართვან ნივთები, თუ ისინი არ ეხება სავარაუდო სამართალდარღვევას (ბროშურები/ფურცლები და ა.შ.).
განყოფილებიდან გასვლისას ყველაფერი უნდა დაგიბრუნონ. თუ რამეს ვერ აღმოაჩენთ, შეგიძლიათ ადგილზევე შეიტანოთ განცხადება ქურდობის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2012 წლის 16 აპრილის N 301 დადგენილება, ქ. მოსკოვი, «რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დაკავებულ პირთა ყოფნის პირობების, კვების ნორმებისა და სამედიცინო მომსახურების წესის დებულებების დამტკიცების შესახებ», მე-8 პუნქტი
პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დაკავებულებისგან ჩამორთმეული საგნებისა და ნივთების დაცულობა დაკავების ვადის ამოწურვამდე, რის შემდეგაც ისინი დაუბრუნდება დაკავებულს, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც წარმოადგენს სამართალდარღვევის ინსტრუმენტს ან უშუალო ობიექტს (საკითხის არსებით გადაწყვეტამდე) ან იძებნება ან ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან, აგრეთვე ყალბი დოკუმენტებისა.
უკვე პოლიციის განყოფილებიდან გათავისუფლების შემდეგ შეგიძლიათ გაასაჩივროთ პოლიციის თანამშრომლების ქმედებები — ინსტრუქციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის აქ.
დაქტილოსკოპირება და ფოტოგრაფირება
პოლიციის თანამშრომლებმა შეიძლება აგიძულონ გაიაროთ დაქტილოსკოპირება (თითის ანაბეჭდის აღება) ან მოინდომოს თქვენი ფოტოგადაღება. არ დაეთანხმოთ: თუ თქვენი პირადობა დადგენილია პასპორტით, თითის ანაბეჭდის აღება ან ფოტოგადაღება დასაშვებია მხოლოდ სისხლის სამართლის ბრალდების დროს ან ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ. ასე რომ, თამამად განაცხადეთ უარი დაქტილოსკოპირებაზე.
Ხ"პოლიციის შესახებ» ფედერალური კანონის მე-13 მუხლი, პუნქტი 19:
«პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს მოახდინოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, დაპატიმრებული, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, ადმინისტრაციული სასჯელის სახით ადმინისტრაციულ დაპატიმრებას მისჯილი პირების და ასევე სხვა დაკავებული პირების დარეგისტრირება, ფოტო-, აუდიო-, კინო- და ვიდეოგადაღება, დაქტილოსკოპირება იმ შემთხვევაში, თუ დაკავების დადგენილ პერიოდში მათი ვინაობის სარწმუნოდ დადგენა ვერ მოხერხდა.»
1998 წლის 25 ივლისის კანონი «რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო დაქტოლოსკოპიური რეგისტრაციის შესახებ», N128-ФЗ, მე-9 მუხლის «ზ» პუნქტი «სავალდებულო სახელმწიფო დაქტოლოსკოპიური რეგისტრაცია»
სავალდებულო სახელმწიფო დაქტოლოსკოპიური რეგისტრაციას ექვემდებარება შემდეგი: …>
ზ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები:
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, დანაშაულის ჩადენაში ნასამართლევი, ადმინისტრაციულ დაკავებას დაქვემდებარებულები;
პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თუ მათი ვინაობის სხვა გზით დადგენა შეუძლებელია.
დოკუმენტების გაფორმება
თქვენ გამოგართმევენ პასპორტებს, შესთავაზეთ ასლი (თუ გაქვთ). თუ პასპორტი თან არ გაქვთ, სთხოვეთ ახლობლებს გამოგიგზავნონ ფოტო. თუ თქვენ გაქვთ ქრონიკული, ფსიქიატრიული დაავადება ან დადგენილი გაქვთ ინვალიდობა, მაშინ თქვენ, რაც შეიძლება მალე, უნდა აჩვენოთ პოლიციის თანამშრომელს ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ოქმები
განყოფილებაში თქვენს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეადგენენ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გარდა, მათ შეუძლიათ შეადგინონ დაკავების ოქმი და მიყვანის აქტი (ან არა). არსებობს ერთიანი ოქმები, როგორც დაკავების, ასევე მიყვანის მონაცემებით. შეამოწმეთ ოქმში მითითებული დრო და თუ ის არასწორია, მოითხოვეთ მისი ჩასწორება სწორ დროზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 27.2 მუხლის მე-3 ნაწილი «მიყვანა»
3. მიყვანის შესახებ დგება ოქმი ან კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში. მიყვანის ოქმის ასლი გადაეცემა მიყვანილ პირს მისი მოთხოვნით.
ოქმის შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. სხვა მუხლებთან შედარებით უფრო ხშირად პოლიციის თანამშრომლები ქუჩის აქციებზე დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-5 ნაწილით ადანაშაულებენ — საჯარო ღონისძიების მონაწილის მიერ მისი ჩატარების დადგენილი წესის დარღვევას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 20.2 მუხლის მე-5 ნაწილი. «შეკრების, მიტინგის, დემონსტრაციის, მსვლელობის ან პიკეტირების ორგანიზების ან ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა»
საჯარო ღონისძიების მონაწილის მიერ შეკრების, მიტინგის, დემონსტრაციის, მსვლელობის ან პიკეტირების ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა, გარდა წინამდებარე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ათი ათასიდან ოცი ათას რუბლამდე ოდენობით ან სავალდებულო შრომას ორმოც საათამდე ვადით.
ასევე ბრალდების წაყენება შეიძლება განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის სხვა ნაწილებით (ნაწილი 6.1, ნაწილი 8 განმეორებით დარღვევის შემთხვევაში), ასევე პოლიციის თანამშრომელისადმი დაუმორჩილებლობა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლი), კოვიდ-აკრძალვების დარღვევა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.6.1 მუხლი). აღნიშნული მუხლები ითვალისწინებენ სხვადასხვა სახის სასჯელებს — ჯარიმის გადახდის დაკისრებიდან 15 დღე-ღამის ვადით დაპატიმრებამდე, ხოლო განმეორებით დაკავებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლით — 30 დღე-ღამემდე ვადით.
ოქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილები მონიშნულია ყვითლად:
თქვენ გაქვთ უფლება არ შეატყობინოთ პოლიციას თქვენი სამუშაო და სწავლის ადგილი, ასევე თქვენი ფაქტობრივი მისამართი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება არსებობდეს საფრთხე, რომ პოლიცია შეატყობინებს თქვენს დამსაქმებელს ან საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას თქვენი დაკავების შესახებ, რაც შეიძლება პრობლემები შეგექმნათ, ან პოლიცია მოვა თქვენთან სახლში.
მოითხოვეთ, რომ ოქმებში ცარიელი ადგილები შეივსოს სრული ტირეებით, ან თავად შეავსეთ ისინი.
არასოდეს მოაწეროთ ხელი ცარიელ ფურცლებს!
თუ ოქმში არასწორად არის შეტანილი იმ პოლიციის თანამშრომელების გვარები, რომლებმაც განახორციელეს თქვენი დაკავება, გააკეთეთ ამის შესახებ ჩანაწერი და მიუთითეთ სწორი გვარები (თუ იცით).
თუ თქვენ არ განგემარტათ თქვენი უფლებები და მოვალეობები, არ მოაწეროთ ხელი ოქმის შესაბამის პუნქტს. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ უფლებები არ განგემარტათ, ან, უბრალოდ, უარი განაცხადოთ ხელმოწერაზე და მოიშვილიოთ აღნიშნული ფაქტი. ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები ორი მოწმის თანდასწრებით მიუთითებენ ამას ოქმში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 27.3 მუხლის მე-5 ნაწილი. «ადმინისტრაციული დაკავება»
დაკავებულს განემარტება ამ კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ადმინისტრაციული დაკავების ოქმში.
პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან განგემარტოთ უფლება საკუთარი თავისა და ახლობლების წინააღმდეგ ჩვენების არმიცემაზე (კონსტიტუციის 51-ე მუხლი). ეს ძალიან! მნიშვნელოვანი! უფლებაა! თუ არ ხართ დარწმუნებული, მიაწოდოთ თუ არა რაიმე ინფორმაცია, უმჯობესია ისარგებლოთ თქვენი უფლებით არ უპასუხოთ კითხვებს.
რუსეთის კონსტიტუცია, მუხლი 51
1. არავინ არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის, მეუღლისა და ახლო ნათესავების წინააღმდეგ, რომელთა წრე განისაზღვრება ფედერალური კანონით.
2. ფედერალურმა კანონმა შეიძლება დაადგინოს ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გათავისუფლების სხვა შემთხვევები
მოითხოვეთ ოქმის ასლი, სანამ ხელს მოაწერთ მას. ოქმზე შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი შენიშვნით «ასლი არ მიმიღია». თუ თქვენ უარს განაცხადებთ ხელმოწერაზე, პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვს გამოიძახოს მოწმეები, რომლებიც ამას დააფიქსირებენ და თავად მოაწერენ ხელს ოქმს.
ოქმის ასლის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ ძირითად ოქმს, დასვათ თარიღი და დრო.
როდესაც თქვენ მოგეცემათ ოქმის ასლი, მოაწერეთ ხელი თვით ოქმს და დასვით თარიღი და დრო. თუ პოლიციის თანამშრომელმა არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა და არ შეავსო ცარიელი ადგილები, ხელმოწერამდე ჩაწერეთ ეს ოქმში.
და კიდევ ერთი: სჯობს პოლიციის თანამშრომლების ყურადღება არ მიაქციოთ ოქმში დაშვებულ შეცდომებზე. მაგალითად, თუ თქვენ შემთხვევით არ მოაწერეთ ხელი თქვენი უფლებების გაცნობის შესახებ ან პოლიციამ დაუშვა შეცდომა თქვენს სახელსა, მამის სახელსა და გვარში თუ პირად მონაცემებში, სასამართლოში თქვენი საქმის მოგების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.
ახსნა-განმარტება
შეიძლება მოგთხოვონ ახსნა-განმარტების დაწერა. ასეთი დოკუმენტის შედგენის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ხშირად მას ადგენს გამომძიებელი, რომელიც არც კი იმყოფებოდა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ახსნა-განმარტებაზე ან შეეცადოთ ქაღალდზე აღწეროთ მოვლენების თქვენი ვერსია.
თუ ეჭვი გეპარებათ, თქვენი ახსნა-განმარტებებით გაიუარესებთ თუ არა საქმეს, ან არ გქონდათ დრო დამცველთან კონსულტაციისთვის, მაშინ უმჯობესია გამოიყენოთ კონსტიტუციის 51-ე მუხლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ არ მისცეთ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.
რუსეთის კონსტიტუცია, მუხლი 51.
1. არავინ არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის, მეუღლისა და ახლო ნათესავების წინააღმდეგ, რომელთა წრე განისაზღვრება ფედერალური კანონით.
2. ფედერალურმა კანონმა შეიძლება დაადგინოს ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გათავისუფლების სხვა შემთხვევები
გამოცხადების ვალდებულება
მხოლოდ სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სასამართლო განხილვის დრო. შეგიძლიათ მოიშველიოთ ეს და უარი განაცხადოთ ხელმოწერაზე გამოცხადების შესახებ. შესაძლებელია, პოლიციის თანამშრომლებმა არაფორმალურად მიაღწიონ შეთანხმებას სასამართლოსთან და დაარწმუნოს იგი განიხილოს საქმე ვალდებულებაში მითითებულ დროს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც თქვენ გაქვთ უფლება წერილობით მოითხოვოთ სხდომის გადადება, თუ დანიშნული დრო თქვენთვის მოუხერხებელია. მართალია, ისინი განიხილავენ თქვენს მოთხოვნას ზუსტად იმ თქვენთვის ყველაზე მოუხერხებელ დანიშნულ დღეს. ასეა თუ ისე, კანონის მოთხოვნით, სასამართლო ვალდებულია შეგატყობინოთ ამის შესახებ უწყებით. ზოგადად, გამოცხადების ვალდებულებას იურიდიული ძალა არ აქვს, შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ და დაივიწყოთ.
თანხმობა SMS-შეტყობინებაზე
ზოგჯერ პოლიციის თანამშრომლები გთავაზობენ SMS-შეტყობინებაზე თანხმობის ხელმოწერას სასამართლო სხდომის თარიღის ან პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების შესახებ. გირჩევთ, არ დაეთანხმოთ, ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოები ხშირად ბოროტად იყენებენ ამ მეთოდს და აგზავნიან SMS-შეტყობინებებს გამოძახების თარიღამდე ერთი დღით ადრე. ეს დაცვის ქვეშ მყოფებს ართმევს ყველა შესაძლებლობას მოემზადონ სასამართლო სხდომისთვის (ან პოლიციაში საუბრისთვის) და მოძებნონ დამცველი.
ასეთი თანხმობის ხელმოწერას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ცხოვრობთ რეგისტრაციის ადგილზე და ვერავინ შეძლებს ოპერატიულად აიღოს უწყებები, რომლებიც იქ თქვენს სახელზე მოდის.
თითის ანაბეჭდების აღებაზე უარის თქმა
თუ უარს იტყვით თითის ანაბეჭდის აღებაზე ან ფოტოგადაღების პროცედურაზე, პოლიციის თანამშრომლებმა შეიძლება მოგთხოვონ შესაბამისი უარის თქმის დაწერა. როგორც ზემოთ დავწერეთ, თუ თქვენი ვინაობა დადგენილია, თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ ამ პროცედურებზე. შესაბამისად, მსგავს წერილობით უარს იურიდიული ძალა არ აქვს — შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ ან არა, თქვენი არჩევანია.
დაკითხვა
პოლიციის განყოფილებაში შეიძლება მოვიდეს გამომძიებელი, რათა დაკითხოს დაკავებული პირები «მიტინგის» სისხლის სამართლის საქმეებზე. სთხოვეთ გამომძიებელს გაგაცნოს თავი და ჩაწერეთ მისი მონაცემები.
მოწმის სტატუსით დაკითხვის შემთხვევაში, კანონის თანახმად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გაქვთ (სსკ-ის 308-ე მუხლი). თუმცა, თქვენ გაქვთ უფლება არ დაიმახსოვროთ/იცოდეთ კითხვაზე პასუხი. თქვენ ასევე გაქვთ უფლება ისარგებლოთ კონსტიტუციის 51-ე მუხლით — გამომძიებლის კონკრეტულ შეკითხვაზე, თუ ფიქრობთ, რომ პასუხმა შეიძლება თუნდაც ირიბად ზიანი მოგაყენოთ. თუ გკითხავენ თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებზე, თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ პასუხზე კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე: «თავისი აზრების და მრწამსის გამოხატვა არ უნდა მოხდეს იძულებით».
დაკითხვის შედეგების საფუძველზე დგება ოქმი — შეამოწმეთ, გადახაზეთ ცარიელი ადგილები.
გახსოვდეთ, რომ მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ შესაძლეველია მოხდეს თქვენი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სტატუსში გადასვლა.
პოლიციის მიერ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში
თქვენ გაქვთ უფლება:
1) დარეკოთ პოლიციის ცხელ ხაზზე (112), შეატყობინოთ დარღვევის შესახებ — იქ ყველა საუბარი იწერება.
2) აღწეროთ დარღვევები «ახსნა-განმარტებების» გრაფაში იმ ოქმში, რომლის ხელმოწერასაც შემოგთავაზებენ. თუ არ არის საკმარისი ადგილი, მოითხოვეთ დამატებითი ფურცლები; ძირითად ფურცელზე აუცილებლად მიუთითეთ, სულ რამდენი ფურცელი იყო.
3) მისწეროთ პროკურატურის ინტერნეტ-მიმღებს.
4) შეიტანოთ პოლიციის სამმართველოს სამორიგეო განყოფილებაში საჩივარი თანამშრომლის ქმედების ან არასათანადო პირობების შესახებ. საჩივარს უნდა გადაუღოთ ფოტოსურათი და ასევე აიღოთ დანაშაულთა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა და შემთხვევების შესახებ განცხადებების (შეტყობინებების) სააღრიცხო წიგნის ტალონი.
5) დააფიქსიროთ ნებისმიერი დარღვევა (ფოტო/ვიდეო, გამოართვით კონტაქტები მოწმეებს). ეს ხელს შეუწყობს სასამართლოში დარღვევების დადასტურებას.
თუ ყველას აქვს ერთი და იგივე დარღვევა (მაგალითად, მოთავსების არასათანადო პირობები ავტოზაკში ან განყოფილებაში, არ უშვებენ ადვოკატს), შეგიძლიათ შეადგინოთ საერთო აქტი. სავარაუდო შინაარსი:
«თარიღი, დრო:
აქტი
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერები, ვადგენთ წინამდებარე აქტს მასზედ, რომ დაკავებულები ვიყავით ზემოაღნიშნულ თარიღს და ავტოზაკით გადაგვიყვანეს ____ პოლიციის განყოფილებაში. [და შემდეგ ჩამოთვალეთ ყველა დარღვევა ავტოზაკში და განყოფილებაში, მიუთითეთ განყოფილება, თქვენთვის ცნობილი პოლიციის თანამშრომლების სახელები].
სახელი, მამის სახელი, გვარი, ხელმოწერა
სახელი, მამის სახელი, გვარი, ხელმოწერა.»
ტიპიური დარღვევები (სია ამომწურავი არ არის):
- თუ დაკავებული ხართ 3 საათზე მეტი ხნით დაუკავებლობის მუხლით (ადმინისტრაციული კოდექსის 27.5 მუხლი);
- მიყვანა დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდება და (ან) იმყოფებით ავტოზაკში განყოფილებასთან ახლოს;
- არ გაგაცნეს თავი და არ განგემარტათ დაკავების მიზეზი;
- გემუქრებოდნენ;
- დაკავების დროს მოგაყენეს ტრავმები და გცემეს, არ მოგცეს დარეკვის საშუალება/არ შეატყობინეს ახლობლებს (ადმინისტრაციული კოდექსის 27.3 მუხლის მე-3 ნაწილი); ოქმის შედგენის გარეშე ჩამოგერთვათ ნივთები, მათ შორის ტელეფონი, ამოღების ოქმის შედგენის და მოწმეების ან ვიდეოჩაწერის გარეშე;
- ჩამოგერთვათ პასპორტი;
- არ გაძლევენ განყოფილებაში ფოტოგადაღების საშუალებას;
- გადაგიღეს ფოტო/აიღეს თითის ანაბეჭდი (ეს არ შეიძლება გაკეთდეს თქვენი თანხმობის გარეშე — «პოლიციის შესახებ» ფედერალური კანონის მე-13 მუხლის მე-19 პუნქტი);
- არ შეუშვეს ადვოკატი (კონსტიტუციის 48-ე მუხლის დარღვევა);
- არასათანადო პირობები ავტოზაკში (იმყოფებით ჩახუტულ ავტოზაკში რამდენიმე საათის განმავლობაში, ავტოზაკში არ არის დასაჯდომი ადგილები)
- არასათანადო პირობები განყოფილებაში (არ გადასცემენ გზავნილებს, 3 საათზე მეტ ხანს არ გაძლევენ საკვებს/წყალს, გაიძულებენ იატაკზე დგომას/ჯდომას, არ გაძლევენ უფლებას გახვიდეთ ტუალეტში და ა.შ.).
- პოლიციის თანამშრომლები არ იცავენ სანიტარულ ნორმებს: არ ატარებენ პირბადებს და ხელთათმანებს, არ აქვთ ანტისეპტიკები, არ აქვთ სოციალური მონიშვნა.
როცა პოლიციის განყოფილებას დატოვებთ, მოგვწერეთ რაც შეიძლება მალე — ჩვენ დაგეხმარებით ამ დარღვევების შესახებ გასაჩივრებაში.
ღამე პოლიციაში
თქვენ შეიძლება დაგტოვონ პოლიციის განყოფილებაში სასამართლო პროცესამდე, მაგრამ არაუმეტეს 48 საათისა, თუ წაგეყენათ ბრალი ადმინისტრაციული დაპატიმრებით სანქცირებული სამართალდარღვევის მუხლით.
ყველაზე გავრცელებული მეთოდია ღამით დატოვება — ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის «მიტინგის» 20.2 მუხლის იმ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაპატიმრებას (მაგალითად, ნაწილი 6.1):
6.1. მონაწილეობა არასანქცირებულ შეკრებაში, მიტინგში, დემონსტრაციაში, მსვლელობაში ან პიკეტირებაში, რომელმაც გამოიწვია სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სატრანსპორტო ან სოციალური ინფრასტრუქტურის, კავშირგამბულობის ფუნქციონირების, ფეხით მოსიარულეთა და (ან) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, ან მოქალაქეების საცხოვრებელ სათავსებთან ან სატრანსპორტო ან სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებთან მისვლის შეფერხება, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმის დაკისრებას ათი ათასიდან ოცი ათას რუბლამდე ოდენობით, ან სავალდებულო სამუშაოებს ას საათამდე ვადით, ან ადმინისტრაციულ დაპატიმრებას თხუთმეტი დღე-ღამემდე ვადით მოქალაქეებისთვის; თანამდებობის პირებისთვის — ჯარიმას ორმოცდაათი ათასიდან ასი ათას რუბლამდე ოდენობით; იურიდიული პირებისთვის — ჯარიმას ორასი ათასიდან სამას ათას რუბლამდე ოდენობით.
კიდევ ერთი ვარიანტია ადმინისტრაციული კოდექსის 19.3 მუხლი:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 19.3 «პოლიციის თანამშრომლის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობა»
პოლიციის თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის ან სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოს ან დაწესებულების თანამშრომლის ან რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, უკანასკნელების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულების დროს, ასევე როგორც მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა — იწვევს ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ხუთასიდან ერთი ათას რუბლამდე ან ადმინისტრაციულ დაპატიმრებას თხუთმეტ დღე-ღამემდე ვადით.
2018 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო ღონისძიებებში დაკავებულ მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა არ უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლით, პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის: ეს ქმედებები ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-5 ნაწილს, რომელიც არ ითვალისწინებს დაპატიმრებას.
შეეცადეთ ამაზე მიიპყროთ პოლიციის თანამშრომელების ყურადღება, მაგრამ არ უნდა ელოდოთ, რომ უზენაესი სასამართლოს განმარტებები მათზე იმოქმედებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები.
რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 26 ივნისის დადგენილება N 28, პუნქტი 33.
საჯარო ღონისძიების მონაწილის მიერ აღნიშნული ხელისუფლების წარმომადგენელთა კანონიერი მოთხოვნების ან ბრძანებების შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, რომელიც დაკავშირებულია საჯარო ღონისძიების დროს საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კანონიერების დაცვასთან, ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-5 ნაწილის კვალიფიკაციას, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურია რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლის 1-ლ ნაწილთან მიმართებაში.
ნაკლებად ხშირად, ქუჩის აქციებზე დაკავებულებს ასევე ბრალს სდებენ წვრილმან ხულიგნობაში, რაც ასევე საშუალებას იძლევა სამ საათზე მეტი დროით დაგტოვონ პოლიციაში (ადმინისტრაციული კოდექსის 20.1 მუხლი):
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 20.2. მუხლ. ნაწილი 6.1
1. წვრილმანი ხულიგნობა, ანუ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, საზოგადოების აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა, რომელსაც თან ახლავს უხამსი მეტყველება საზოგადოებრივ ადგილებში, მოქალაქეების შეურაცხმყოფელი შევიწროება, აგრეთვე სხვისი ქონების განადგურება ან დაზიანება, იწვევს ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ხუთასიდან ერთი ათას რუბლამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ დაპატიმრებას თხუთმეტ დღე-ღამემდე ვადით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ დაკავებულნი ხართ 3 საათზე მეტხანს, თქვენ უზრუნველყოფილნი უნდა იყო საკვებით, წყლით და დასაძინებელი ადგილით. ზოგადი წესით, საკვები უნდა იყოს ცხელი (რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2012 წლის 16 აპრილის N 301 დადგენილების 21-22 პუნქტები). როგორც წესი, აძლევენ სწრაფი მომზადების პიურეებს, რომლებიც უნდა გაიხსნას მდუღარე წყალში.
(მოემზადეთ იმისთვის, რომ კეთილმოწყობა იქნება სპარტანული და საკვები შეიძლება საერთოდაც არ იყოს).
თუ აპირებენ თქვენ მოთავსებას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საკანში (ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საკანი, «სამაიმუნე» (ობეზიანიკი)), მაშინ ჯერ პოლიციის თანამშრომლებმა უნდა გამოგკითხოთ თქვენი დაავადებების შესახებ. გასაუბრების შედეგები უნდა იყოს შეტანილი დაკავების ოქმში.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2012 წლის 16 აპრილის N 301 დადგენილება, ქ. მოსკოვი, «რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დაკავებულ პირთა ყოფნის პირობების, კვების ნორმებისა და სამედიცინო მომსახურების წესის დებულებების დამტკიცების შესახებ», პუნქტი 5.
5. პოლიციის თანამშრომელი სპეციალურ სათავსში მოთავსებამდე ატარებს დაკავებულის გამოკითხვას ქრონიკული დაავადებების არსებობის და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩივილების შესახებ. გამოკითხვის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს დაკავების ოქმში.
კაზებში სხვადასხვა სქესის ადამიანები, სრულწლოვნები და არასრულწლოვნები უნდა იმყოფებოდნენ ცალ-ცალკე, ჯანმრთელი ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ განცალკევებით ინფექციური დაავადებების ნიშნების მქონე ადამიანებისგან.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2012 წლის 16 აპრილის N 301 დადგენილება, ქ. მოსკოვი, «რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დაკავებულ პირთა ყოფნის პირობების, კვების ნორმებისა და სამედიცინო მომსახურების წესის დებულებების დამტკიცების შესახებ», პუნქტი 14.
14. სპეციალურ სათავსში ცალ-ცალკე უნდა იყოს მოთავსებული:
მამრობითი და მდედრობითი სქესის პირები;
სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირები;
ინფექციური დაავადებების ნიშნების მქონე პირები.
«სამაიმუნეში» («ობეზიანიკში») არ შეიძლება მოთავსდნენ დაავადებების ან დაზიანებების მქონე ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც «საშუალო სიმძიმის» ან «მძიმე», ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები (საშუალო და მძიმე ხარისხი) და ორსული ქალები (რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილება 16.04.2012 N301, პუნქტი 15).
თუ თქვენ ან რომელიმე დაკავებულს გაქვთ ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემები, ეს უნდა დაადასტუროთ ცნობით ან სამედიცინო დასკნით. თუ საბუთები არ გაქვთ, მოითხოვეთ სასწრაფო დახმარების გამოძახება — ექიმებს შეუძლიათ დაადასტურონ ავადმყოფობა.